სტამბულში კატას ძეგლი დაუდგეს

სტამბულში, ზვირბეის რაიონში, კატას ძეგლი დაუდგეს. ის ცოტა ხნის წინ დაიღუპა. ცხოველი სოციალურ ქსელებში ძალზე პოპულარული გახდა საინტერესო პოზის გამო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ძეგლის გახსნა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს, რომელიც, ყოველწლიურად, 4 ოქტომბერს აღინიშნება. ტომბილის ძეგლი – ასე ერქვა კატას, ზუსტად იმ ადგილას დადგეს, სადაც ის ფოტოგრაფებმა საინტერესო პოზაში დააფიქსირეს. კატის ქანდაკება ბრინჯაოსგან არის დამზადებული.


14569001_10206948994074959_1843105277_n 14593332_10206948994114960_1354998140_n

კომენტარები

სხვა სიახლეები