სტამბოლის მაცხოვრებლები, სმენადაკარგული ახალგაზრდის გამო, ჟესტების ენით ალაპარაკდნენ (ვიდეო)

ვიდეო, რომელსაც ახლა ნახავთ, ნამდვილად შეგძრავთ. ის, რაც თურქეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა მოიფიქრეს, ადამიანობის, სიკეთისა და ურთიერთთანადგომის მაგალითია. მუჰარემი სმენადაქვეითებული ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც გარშემომყოფებთან ურთიერთობა ყოველთვის უჭირდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რთულია გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან მაშინ, როდესაც მათი არ გესმის. თუმცა, სტამბოლის მაცხოვრებლებმა მას საუკეთესო გარემო შეუქმნეს.
რასაც ვიდეოში იხილავთ, ამისთვის ეს ადამიანები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ, თუმცა ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა და ახალგაზრდა მუჰარემს ბედნიერებაც მოუტანა.
[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=m9hXCJVS8iA/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები