თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ხიდაშელი გერმანიაში იმყოფება და მისი თქმით, ის სრულფასოვნად სიარულს შეძლებს:
“ალბათ ყველაზე ნაკლებად ამის დროა ახლა, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, მოკლედ ჩემს ამბებს მოგიყვებით.
მე და დათო ისევ გერმანიაში ვართ და კარგი ამბავი გვაქვს. ფუნქცია, რომელიც ფაქტიურად მკვდარი და თითქოს უიმედო იყო, აღდგა. რაც იმას ნიშნავს რომ სრულფასოვან სიარულს შევძლებ. რა თქმა უნდა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს,მაგრამ დღეს უკვე ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი.
სამწუხაროდ, რაღაცეების ბოლომდე დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებისთვის კიდევ ერთი კვირა დაგვტოვეს…მაგრამ იმედია, მალე სიარულთან ერთად ცხოვრების რიტმსაც სრულად აღვიდგენ.
ასეთი ამბავი გვაქვს ჩვენ და ამ დაძაბულ დროს ვიცი გაგიხარდებათ.
PS მერკელს ჩემს გარეშე ხომ არ გააცილებდნენ გერმანელები. ხოდა დღეს არჩევნებია გერმანიაში და სამშობლოში ვერ შევძელი საარჩევნო ამბები მონაწილეობა და აქ დავესწარი ლიბერალების ღონისძიებებს.”-წერს თინა ხიდაშელი.