სპორტსმენი ალინა კაბაევა ჟურნალისტურ საქმიანობას იწყებს

სპორტსმენმა ალინა კაბაევამ ტელეარხ „მატჩ ტვ“-სთან თანამშრომლობა დაიწყო. აღნიშნული არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკია. კაბაევას სატელევიზიო სფეროში მუშაობის დაწყების შესაძლებლობა ასეც მრავალჯერ ჰქონდა, სხვადასხვა დროს მას სპორტული ტოქშოუს წამყვანის თანამდებობას სთავაზობდნენ. მსგავსი შეთავაზება კაბაევას მიმართ ახლაც არსებობს, მაგრამ ჯერ კაბაევას საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა კაბაევამ არხის სარეკლამო რგოლში მონაწილეობა მიიღო. კაბაევა შოუს წამყვანობაზე გაჩერებას არ აპირებს, ის, ამავდროულად, გაზეთ „სპორტ ექსპრესის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები