ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს. გთავაზობთ ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროკაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან შარშან “კვირის პლიტრას” მისცა.
“ქალისთვის მთავარია ოჯახი”
– ეს არის ჩემი მიმართულება. “ნიკას წარმატება ჩემი წარმატებაა”
– მე და ნიკამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ დავქორწინდით. იმ პერიოდში იწყებოდა მისი კარიერის აღმავლობა. პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის. სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე, საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია”ბორშჩი, ტკბილეულიდან “ცხელი ბრაუნი” გამომდის კარგად. წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო.
“გაფუჭებული მანქანით 12 საათი ვიარეთ”
მე და ნიკა ერთად ვუყურებთ ხოლმე ფილმებს, მაგრამ ამ ბოლო დროს ის ომებზე უყურებს, მე კი უფრო რომანტიკულ-სათავგადასავლო ფილმები მომწონს. ერთსულოვნება ოჯახში მხოლოდ “ჩემი ცოლის დაქალებზე” გვაქვს. “მოდურია ის, რაც გიხდება”
ახალ წელს დიდ ნაძვის ხეს ვრთავ. მაშინაც კი, როდესაც ტურნირზე ვართ, ჩამოვდივარ თბილისში, ნაძვის ხეს გავაწყობ და მივდივარ.
2019 წელს ნიკას ძალიან დიდი ტურნირი ელის და აქ არ იქნება ახალი წლის დღეებში, მე და ბავშვი ახალ სახლში შევხვდებით ახალ წელს. მეკვლეობის ტრადიციას ვერ ვიცავ, რადგან ხშირად არა ვართ საქართველოში, სამაგიეროდ, ბარბარობაზე, 17 დეკემბერს, სახლის დიზაინერი იყო ჩემი მეკვლე და როგორც კი წავიდა, ძალიან კარგი ამბები გავიგე, მანამდე ჩემი მეჯვარე იყო მეკვლე და მასაც ბედნიერი ფეხი აქვს.
მომავალ 2019 წელს გისურვებთ ჯანმრთელობას, უფლის რწმენას და დიდ, დიდ სიყვარულს.