პროდუქციის კვლევის რუსულმა სააგენტომ კბილის პასტების ექსპერტიზა ჩაატარა,- ამის შესახებ რუსული საინფორმაციო პორტალი m24.ru წერს. გამოკვლევის საგანი იყო ის, რომელი კბილის პასტები შეიძლებოდა კბილისთვის სახიფათო ყოფილიყო. როგორც ექსპერტები განმარტავენ, რაც უფრო მეტ ქაფს წარმოქმნის პასტა, მით უფრო მეტ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს.
„უსაფრთხოა თითქმის ყველა პასტა, ისინი ერთნაირი გამასუფთავებელი თვისებით გამოირჩევიან. მათ შორის განსხვავება, ძირითადად, ფტორის შემცველობაშია. ზოგს ის ზუსტად შეესაბამება, ზოგს – ნაკლებად”, – აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა ანდრეი მოსოვმა.
სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი კბილის პასტების შემადგენლობაში არის მინიმალური მყარი ნაწილაკები, არ შეიცავენ ფტორს და აქტიურ კომპონენტებს. სპეციალისტები მომხმარებლებს ფტორის შემცველი კბილის პასტების შეძენას ურჩევენ. მათი განცხადებით, ეს ელემენტი დეფიციტია. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ თანამედროვე ძვირიანი პასტები ამატებენ ფიდროქსიპატიტს, როგორც ელემენტს, რომელიც მგრძნობელობას ამცირებს და ამაგრებს კბილის ემალს. მათი თქმით, არ არის მიზანშეწონილი მათეთრებელი პასტის ხშირი გამოყენება, რადგან მას კბილის ემალის დაზიანება შეუძლია. კბილების გასუფთავებაში დიდ როლს თამაშობს კბილის ჯაგრისი. სპეციალისტების თქმით, სჯობს მომხმარებელმა საშუალო „სირბილის“ ჯაგრისი აარჩიოს. რბილი ჯაგრისი კი რეკომენდებულია მაშინ, თუ ბრეკეტებს ან პროთეზს ატარებთ, ან ღრძილები გაწუხებთ.
სხვა სიახლეები