სპა-მოგზაურობა – რუსული მედია ბორჯომით და თბილისით დაინტერესდა (ფოტო)

„მინერალური აბაზანების მიღება, მთელი სხეულის და თავის მოდუნება, არომათერაპიის შეგრძნობა ან გოგირდის აბანოს მშვენიერება – ყველაფერი იმის შესახებ, რა არის კარგი საქართველოში სპა-მოგზაურობისთვის“,- ასე იწყება მასალა, რომელიც უცხოურ მედიაში „გამაჯანსაღებელი საქართველოს“ შესახებ გამოქვეყნდა.

„გასული წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმი განსაცვიფრებლად ამაღლდა: რუსეთის მოქალაქეების ინტერესი რეგიონის მიმართ 64 %-ით გაიზარდა, თბილისის მიმართ კი 71 %-ით. ეს გასაგებია – კრიზისი, სილამაზე, კულტურული კოდი, რომელიც საბჭოთა პერიოდის გამაჯანსაღებელ სივრცეს გვიხსენებს“, – წერს „გაზეტა“.

მედიასაშუალების მტკიცებით, საქართველოში არა ტურისტული სერვისის, არამედ სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებული გემოს გამო ჩადიან: ხინკალის, ფხალის, ხაჭაპურის, ღვინის და მიმინოს შემდეგ საჭიროა კიდევ სადმე დასვენება, სინამდვილეში კი ყველაფერი ასე არაა. აქ შესანიშნავი სპა-დასვენების მწყობა და ძალების აღდგენაა შესაძლებელი, – აღნიშნავს „გაზეტა“.

მედიასაშუალება მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ბორჯომის, გამაჯანსაღებელი წყლის, ევკალიპტის და გვირილის, ბოლოს კი გოგირდის აბაზანებზე, აბანოთუბანში გასეირნებაზე და გემრიელ კერძებზე. საცივის რეცეპტიც სპეციალურად მათთვის, ვინც საქართველოში ნამყოფი არ არის, ან პირიქით, ჩვენთან კიდევ ერთხელ სტუმრობაზე ოცნებობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები