ინგრედიენტები:
სპაგეტი – 200 გრ.
კვერცხის გული – 4 ცალი,
ნაღები – 150 მლ.
ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ.
ლიმონის ცედრა – 1ჩ/კ.
რეჰანი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: სპაგეტი მარილიან წყალში მოვხარშოთ. თასში ნაღები, ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული ერთმანეთში შევურიოთ. შემდეგ ლიმონის ცედრა და რეჰანი დავუმატოთ. მარილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. ბოლოს სპაგეტის მიღებული სოუსი მოვასხათ.
Prev Post
სხვა სიახლეები