სპაგეტი ბოსტნეულით

ინგრედიენტები:
მაკარონი – 350 გრ.
დაკონსერვებული სიმინდი – 100 გრ.
ტკბილი წიწაკა -1 ც.
ბროკოლი -150 გ.
სტაფილო -1 ც.
ხმელი შაშკვლავი – 0.5 ჩ.კ.
ყველი -100 გ.
ჭიქა წყალი – 0.5
ზეთი -3-4 ს.კ.
მარილი, პილპილი.
მომზადების წესი: წიწაკა შუაზე გავჭრათ და თხლად დავჭრათ, სტაფილო – წვრილად. ბროკოლი დავყოთ პატარა ყვავილებად.
ქვაბში ბოსტნეული ჩავყაროთ, წყალი და ზეთი დავასხათ, მარილი მოვაყაროთ და მოვშუშოთ. შემდეგ შაშკვლავი დავუმატოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ.
მაკარონი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და ბოსტნეულს დავუმატოთ.
ბოლოს უკვე მზა კერძს გახეხილი ყველი და სიმინდის მარცვლები მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები