“სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პანდემიის პირობებში საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა 🙂 ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,  თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია, ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია, ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყცველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს”, – წერს მაია ბუწაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები