ინტერნეტის მომხმარებლები ითხოვენ, რომ Disney-ს მულტფილმში „ცივი გული“ მთავარი გმირი ელზა პირველი ლგბტ-პრინცესა გახდეს, – წერს „ინდეფენდენტი“. ტვიტერში გამოჩნდა ჰეშთეგი #GiveElsaAGirlfriend. მომხმარებელთა აზრით, ელზა კარგი ვარიანტია ამისთვის, რადგან მას მუდმივ შიშში უწევს ცხოვრება და ის იძულებულია ხალხისგან საკუთარი ჯადოსნური ნიჭი დამალოს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს Disney-მ „ცივი გულის“ გაგრძელება დააანონსა. 2013 წელს მულტფილმი „ოსკარის“ ლაურეატი ნომინაციებში – „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“ და „საუკეთესო სიმღერა“ გახდა.