„სოციალური მედია საზოგადოებას ანადგურებს“ _ ასეთი განცხადება გააკეთა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჩამათ პალიჰაპტიმ, რომელმაც კომპანიაში 2007 წელს დაიწყო მუშაობა და, მომუშავე პერსონალთან ერთად, კომპანიის განვითარებაზე ზრუნავდა.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, სოციალური მედიის წინააღმდეგ, უარყოფითი განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, როდესაც პროგრამა „WhatsApp”- ის საშუალებით გაგზავნილი ცრუ შეტყობინების შედეგად, „გამტაცებლებმა“ 7 უდანაშაულო ადამიანს „სისიკვდილო განაჩენი გამოუტანეს“.
ჩამათის განცხადებით, ინვესტორები „უსარგებლო, იდიოტურ კომპანიებს აფინანსებენ“.
„არანაირი ცივილური დისკურსი, არანაირი თანამშრომლობა, _ მხოლოდ დეზინფორმაცია. ეს არ არის რუსეთის პრობლემა, ეს არ არის ამერიკის პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა“_ განაცხადა „Facebook“-ის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჩამათ პალიჰაპტიმ.
„Facebook“-ის ადმინისტრაცია, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და მის მიერ გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო.
„ჩამათი 6 წელია „Facebook“-ზე არ ყოფილა, განაცხადა კომპანიის სპიკერმა და აღნიშნა, რომ „Facebook” ცდილობს შექმნას სოციალური მედია, რომელიც იქნება განსხვავებული სხვა კომპანიებთან შედარებით, აღსანიშნავია, რომ „Facebook“-ს ყოველდღიურად 1,3 მილიარდი ადამიანი იყენებს“.
პალიჰაპტის კრიტიკული შენიშვები სოციალური მედიის მიმართ, დაუყოვნებლივ გავრცელდა და ბრიტანულმა გამოცემა „ Daily Mail“-მა პირველ გვერდზე დაბეჭდა.
სხვა სიახლეები