სოფო ტოროშელიძე, რომელმაც ნათია თოდუას “არა” უთხრა, მომღერლის წარმატებას ეხმაურება

მომღერალი სოფო ტოროშელიძე, რომელმაც ქართულ შოუში ნათია თოდუას “არა” უთხრა, ქართველი მომღერლის გერმანიაში მიღწეულ წარმატებას ეხმაურება:

“ვულოცავ პირველ რიგში ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის !!! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე იქს ფაქტორში, ფაქტია არც მაშინ იყო გადამწყვეტი და, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი !!! ასე რომ, ვულოცავ მთელი გულით ყველას !!!” – წერს სოციალურ ქსელში ტოროშელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები