სოფო ნიჟარაძის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

გავრცელებული ინფორმაციით, ის წარმოშობით ჭიათურელი, 32 წლის მამუკა ყაველაშვილია.

რა გახდა თავდასხმის მიზეზი და რა კავშირი ჰქონდა თავდამსხმელს მომღერალთან? ამ საკითხს გამოძიება არკვევს. შსს-ში განმარტავენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს. რას სახის ღონისძიება გამოიყენება ბრალდებულის მიმართ, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მომღერალს ექსპერტიზა ჩაუტარდება და დაზიანებების სიმძიმე დადგინდება.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი ფსიქიკური პრობლემების მქონე პირია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის გარკვეული პერიოდი მკურნალობას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიოდა.

წყარო: primetimenews

კომენტარები

სხვა სიახლეები