მომღერალი სოფო ნიჟარაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მადლობას უხდის. როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა მომღერალი დედასთან ერთად ლიფტში გაიჭედა.
“ლიფტი გაფუჭდა, გავიჭედეთ, გვეგონა შუქი ჩაქრა, მაგრამ არა, დაიძრა თუ არა, მალევე გაჩერდა, ვიგუდებოდით სრულიად ჰერმეტულად დახურულ სივრცეში, ლიფტის გამკეთებელს გამორთული ტელეფონი, აბსოლუტური უკუნეთი სიბნელე და ტელეფონები გვიჯდებოდა.
შეგრძნებაა, რომ ჟანგბადს ხარჯავ და ზოგავ ინსტიქტურად, მერე არითმია და ხელების ტრემორი დამეწყო და არ ვიმჩნევდი, დედაჩემს არ ვაპანიკებდი.
პანიკა დაგვეწყო 15 წუთის მერე, საშინელი შეგრძნება ყოფილა, უსუსურები ვიყავით, არ ვაზვიადებ. აღარც მეძინება. ვამაყობ თქვენით! მადლობა”, – წერს მომღერალი.