სოფო ნიჟარაძეს Live-ის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ლაივკონცერტის“ დასრულებისთავე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. დამნაშავე ფილარმონიის დაცვამ სცენიდან გაიყვანა, თუმცა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გავრცელებული და დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, მომღერალი ,,new hospital”-ში გადაიყვანეს. სოფომ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამნაშავეს მომღერალთან კონფლიქტი არაერთხელ ჰქონია.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=3KbZ-ToiGNI&feature=youtu.be[/youtube]

წყარო: Funtime

კომენტარები

სხვა სიახლეები