სოფო ნიჟარაძემ პირად ცხოვრებაში განვითრებულ მოვლენებზე ისაუბრა

 

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ გადაცემა „მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში“ საუბრის დროს  შვილსა და იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება სრულად შეცვალა.

„ისეთი სხვა ცხოვრება მქონდა, ბავშვი და სულ სხვა ემოციები, უცბად დედა გავხდი, დედა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფრით, იმიტომ, რომ მე ვიყავი ყველაფერი, რა თქმა უნდა დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულიად სრულფასოვნად ვარ ჩართული. ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი და ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა, სხვა განწყობაა, ალბათ აუხსნელია ზუსტად სიტყვებით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, აისახება ადამიანზე“, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.

ამავე გადაცემაში დირიჟორმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა სოფო ნიჟარაძესთან დაკავშირებით სახალისო ისტორია გაიხსენა.

„სცენაზე გამიჭედა, ასე დაიწყო ჩვენი კარიერული ურთიერთობა, ამ ნაწარმოებს [ვახტანგ კახიძის კომპოზიცია „იავნანამ რა ჰქმნა“] თანხლებას უწევს ფილმში ორკესტრი. ორკესტრი იწყებს, ვიოლინოები იღებენ ნოტს ტრემოლოთი [ორი არა მეზობელი ბგერის სწრაფი მონაცვლეობა ან ერთი და იმავე ბგერის ძალიან სწრაფად გამეორება], რომ სოლისტი შევიდეს იმ ნოტზე. როიალზე ეს ტრემოლო სოფოს არ მოსწონდა და მე როიალზე ვუკრავდი. 9 წლის სოფო მეუბნება, შენ თუ ახლა ვიოლინოების მიბაძვას დამიწყებ, როიალზე მე არ დავიწყებ სიმღერას და დავიცდი სანამ ნორმალურ აკორდს არ აიღებო. რომ დავჯექი ინსტრუმენტთან, მაინც დავიწყე ასე დაკვრა, მგონია, რომ ხალხის წინ არის და დაიწყებს სიმღერას, ვუკრავ, ვუკრავ, ვუკრავ და მიყურებს, არ დაიწყო, იძულებული გამხადა სცენაზე დამესვა აკორდი“, – გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები