სოფო ბედია „კულტურის მინისტრად“ ინიშნება?

ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ მომღერალი, სოფო ბედია კულტურის მინისტრად დაინიშნა. ჩვენ სოფოს დავუკავშირდით და ამის შესახებ ვკითხეთ.

– სოფო, ამბობენ რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება თქვენი კანდიდატურა.

– (იცინის) მართალია, ოღონდ საქართველოს კულტურის მინისტრად არ განიხილება.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ძალიან მალე საქართველოში შეიქმნება „ვიპ რესპუბლიკა“. ეს არის vip club-ის საზაფხულო სამთვიანი პროექტი, რომლის გახსნაც იგეგმება 19 ივნისს „აკვა პარკში“. იქვე იქნება წარდგენა მინისტრთა კაბინეტის. მე მითხრეს, რომ კულტურის მინისტრის მოვალეობას შევასრულებ.

– ეს რას ნიშნავს, რა გევალება.

– ამ დეტალებს უკვე ვეღარ გაგიმხელთ. მობრძანდის „ვიპ რესპუბლიკის“ პრეზენტაციაზე და ყველაფერს თავად ნახავთ.

წყარო:http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები