სოფი ლორენი: ის იყო ბედნიერი ჩემთან ყოფნით! – ექსკლუზიური ფოტოები, რომლებიც გამოსაქვეყნებლად არ იყო განკუთვნილი (ფოტოკოლაჟი)
იმ ფოტოგრაფებს შორის, რომლებიც განუმეორებელ სოფი ლორენს მთელი ცხოვრებისა და კინოკარიერის მანძილზე თანამგზავრებად დაჰყვებოდნენ, განსაკუთრებული ადგილი ალფრედ ეიზენშტადს ეკუთვნის. ის დიდი ხნის მანძილზე ავტორიტეტულ ჟურნალ LIFE-სთან თანამშრომლობდა. ამიტომაც კინოს ქალღმერთის ფოტოები გამოცემის ყდაზე 1950-1960 წლებში 7-ჯერ მოხვდა.
იტალიელი ლამაზმანის მრავალრიცხოვან ფოტოს შორის არის ისეთნიც, რომელსაც დღის სინათლე დიდი ხნის მანძილზე არ ენახა. ასეა ეიზენშტადის შემთხვევაშიც. ფოტოგრაფის პირად არქივში მრავლადაა სოფი ლორენის ის ფოტოები, რომლებიც საჯაროდ არასდროს ყოფილა აფიშირებული. ბევრი მათგანი მსახიობის მეგობრებთან ყოველდღიური შეხვედრებისას არის გადაღებული.
თავად მსახიობი ეიზენშტადთან მეგობრობას ასე ახასიათებს: „ჩვენი მეგობრობა იყო ერთი ნახვით შეყვარებასავით. იგი ჩემი მუდმივი აჩრდილი გახდა. ის არასდროს ცდილობდა ჩემი ცხოვრების და მათ შორის პირადის ხელის შეშლას. ის უბრალოდ მიღებდა, მშვიდად იღიმოდა და უბრალოდ იყო ბედნიერი ჩემთან ყოფნით, ისევე, როგორც მე მასთან“.
გთავაზობთ სოფი ლორენის ექსკლუზიურ ფოტოებს, რომლებიც კინემატოგრაფის იტალიელ ქალღმერთს სხვა რაკურსით დაგანახვებთ.
იტალია – 1961 წელი
გადაღებებს შორის მსახიობი კოლეგებს სახუმარო ამბებს უყვება, 1961 წელი
მსახიობი შვებულების დროს- 1961 წელი
იტალიაში-1961 წელი
საკუთარ ვილაში – იტალია, 1964 წელი
იტალია – 1961 წელი
ფოტოსესია – 1961 წელი
კალენდარ PIRELLI-სთვის გადაღებებს შორის დასვენების დროს
კინოგადაღებებზე
სოფი ლორენი მის პირად ფოტოგრაფ ალფრედ ეიზენშტადთან ერთად-იტალია, 1961 წელი. მსახიობი გადაღებებისთვის ემზადება (მარჯვნივ)
განუმეორებელი სოფი