სოფელ მელაურის რწმუნებული: ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე… მე მიყვარს რუსეთი (ვიდეო)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის რწმუნებული, სოფიკო კიკაჩეიშვილი  რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეკრებილების მისამართით “ფეისბუქში” შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერს, – ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” აქვეყნებს.

“ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე”; “ნეტავ, რუსეთთან აღდგებოდეს კარგი ურთიერთობა”, – წერს სოფლის რწმუნებული.

გამოცემა სოფიკო კიკაჩეიშვილთან სატელეფონო ინტერვიუსაც აქვეყნებს, რაც აქციის მონაწილეების მიმართ სოფლის რწმუნებულის უარყოფით დამოკიდებულებას ადასტურებს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები