სოსისი ყველით

 

ინგრედიენტები:

სოსისი – 7 ცალი,

ყველი – 50 გრ,

წითელი წიწაკა, მწვანილი.

მომზადების წესი: ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. სოსისი შუაში დავსეროთ და ყველით ამოვავსოთ. ზემოდან წიწაკა მოვაყაროთ და ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით მოვათავსოთ. ბოლოს კი წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები