1. სადისტი
მთლიანობაში თქვენ უწყინარი ადამიანი ხართ, რომელიც მზად არის ყოველთვის დაეხმაროს სხვას. სიძნელეების გადალახვისას და წყენისას წინააღმდეგობის ნაცვლად იგნორირებას ამჯობინებს.
2. ეპილეპტიკი
როგორც ჩანს, თქვენ კეთილი და მშვიდობის მოყვარული ადამიანი ხართ. ხშირად ტოვებთ პასუხისმგებლიანი პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელსაც გააჩნია თვითკონტროლის უნარი. თქვენ სტაბილური ხართ საკუთარ გრძნობებში და ადვილად ამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან, იდეებსა და მოვლენებთან ერთად.
3. კატატონიკი
ბუნებით კონსერვატორი ხართ, რომელიც ეჭვით უყურებს სხვადასხვა სახის ცვლილებებსა და ინოვაციებს. თქვენ უნდობელი, მორიდებული ადამიანი ხართ და ძნელად ეგუებით ახალს. ამასთანავე თქვენ ბუტია ხართ, შებოჭილი და ძალიან თავშეკავებული.
4. შიზოფრენიკი
როგორც პიროვნება, თქვენ საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. ამავე დროს ეს „კომუნიკაბელურობა“ შეიძლება მატყუარა იყოს, მის მიღმა კი იმალებოდეს გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ადამიანი. თქვენი ურთიერთობები ადამიანებთან ხშირად ზედაპირულია, თითქოს მათ აკლია ნამდვილი გრძნობები.
5. ისტერიკი
მოკრძალებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, ძლიერი შინაგანი სულიერებით. მაგრამ რეალობაში, მორცხვი და წყნარი ადამიანის უკან, იმალება პიროვნება, რომელსაც სურს მოხიბლოს გარშემომყოფები. თქვენ დიდ ყურადღებას ანიჭებთ საკუთარ ქცევებსა და გარეგნობას, ცდილობთ გამოიყურებოდეთ ელეგანტურად.
6. დეპრესიული ადამიანი
თქვენ შეიძლება დაგახასიათოთ, როგორც უდარდელი ადამიანი. თქვენ ასხივებთ აქტივობას, თავდაჯერებულობასა და ოპტიმიზმს. მაგრამ ხანდახან შეგიძლიათ იყოთ ჩაკეტილი და ეჭვიანი. ის, რომ თქვენ შეგიძლიათ დამარხოთ დეპრესიული მისწრაფებები, ეს გაიძულებთ საკუთარ თავზე აიღოთ საყოველთაო ფსიქოლოგის როლი და დაკავდეთ სხვისი კითხვებსა და პრობლემებზე პასუხების ძებნით.
7. მანიაკი
თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს პროვოკაციები, ხმაური და აყალმაყალი. ცხოვრებაში თქვენ კეთილგონიერებისა და თავშეკავების ნიმუში ხართ. პრაქტიკული და გულმოდგინე, თქვენ ყოველთვის კონტროლის ქვეშ გაქვთ საკუთარი ქცევები.
8. პიროვნების დისოციური აშლილობა
ცხოვრებაში თქვენ ცდილობთ, რაც არ უნდა მოხდეს, მკაფიოდ და განსაზღვრულად დაადასტუროთ კუთვნილება განსაზღვრული სქესის მიმართ. ასეთი თავისებურების მამაკაცები ხშირად ცდილობენ ყველგან და ყველაფერში მაჩოდ გამოიყურებოდნენ, ქალები კი – მოგაჩვენონ თავი ქალური სექსუალობის განსახიერებად.
წყარო:https://trend.ge