“სოლთ ბეის” გზა ჭურჭლის მრეცხავობიდან მილიონრობამდე – როგორ გახდა სტამბოლელი ყასაბი პოპულარული და რატომ არის სპორტსმენების ფავორიტი

“სოლთ ბეი” 1983 წელს, ერზრუმ­ში და­ი­ბა­და, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, 11 წლის ასაკ­ში სკო­ლა და­ტო­ვა და ყას­ბის თა­ნა­შემ­წე გახ­და. ნუს­რეთს ჭურ­ჭლის რე­ცხვაც კი უწევ­და, რათა ოჯახს დახ­მა­რე­ბო­და. ოც­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა ჯერ კი­დევ 2010 წელს და­ი­წყო და სტამ­ბოლ­ში სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა.

“ინ­სტაგ­რამ­ზე” მას უკვე 38 მი­ლი­ო­ნი ერ­თგუ­ლი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ბევ­რი ფა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში პარტნი­ო­რი არ ჰყავს და ამა­ზე არც კი ფიქ­რობს. ნუს­რეთ გოქჩეს ქო­ნე­ბა, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 60 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

“მე ქა­ლე­ბის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა მინ­და, მათი გა­უ­ბე­დუ­რე­ბა კი არა. დი­ლის 3:00 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ და ამა­ზე ნამ­დვი­ლად გაბ­რაზ­დე­ბა ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი“, – ამ­ბობს ნუს­რეთ გოქჩე.

თურ­ქი შეფი ნელ-ნელა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლებ­ში ხსნის “Nusr-Et” სტე­ი­კის სახ­ლებს, მათ შო­რი­საა ნიუ იორ­კი, დუ­ბაი და სტამ­ბო­ლი. ნუს­რეთ­მა 1 თვის წინ რი­გით მე­ცა­მე­ტე რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა, ამ­ჯე­რად ლონ­დონ­ში. და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­მა კუ­ლი­ნარ­მა Times- თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ მან ყას­ბის პორო­ფე­სია პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­და:

“ბავ­შვებს სურთ, რომ იყ­ვნენ “სოლთ ბეი”. მათ­თვის მე კუ­მი­რი ვარ, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. ძვე­ლად სირ­ცხვი­ლი იყო ყო­ფი­ლი­ყა­ვი ყა­სა­ბი, ახლა კი ყვე­ლას მო­ვან­დო­მე, ამ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლოს.”
“სოლთ ბეი” სპორ­ტსმე­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლია და გარ­და იმი­სა, რომ მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტე­იკს მი­ირ­თმე­ვენ, ამას­თან, ხორ­ცზე მა­რი­ლის მოყ­რის უჩ­ვე­უ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­საც იმე­ო­რე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. ნუს­რეთ გოქჩე ელი­ტა­რუ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მზა­რე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.
რო­დე­საც მად­რი­დის რე­ალ­მა ჩემ­პი­ონ­თა ლიგა მო­ი­გო, ნუს­რეთ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებს გა­სახ­დელ­ში მი­ა­კი­თხა და გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.
დე­ვიდ ბექ­ჰე­მი, ნა­ო­მი კემ­ბე­ლი, ჯე­ი­სონ სტე­ტ­ჰე­მი, სნუპ დოგი, ლი­ო­ნელ მესი და მრა­ვა­ლი სხვა ცნო­ბი­ლი სახე სტუმ­რობს “სოლთ ბეის” რეს­ტორ­ნებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში.

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ომ ასე შე­ა­ფა­სა ნუს­რე­თის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტე­ი­კი – “ეს სა­უ­კე­თე­სო ხორ­ცი იყო, რაც კი ოდეს­მე მი­ჭა­მია“.

ლონ­დონ­ში “სოლთ ბეის” ახა­ლი “სტე­იკ ჰა­უ­სის” გახ­სნას ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რეს­ტო­რან­ში კერ­ძე­ბის ფა­სებს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. სტე­ი­კი 630, ბურ­გე­რი 100, სპა­გე­ტი კი 80 ფუნ­ტი ღირს. ზოგი კერ­ძის ფასი 1000 ფუნ­ტსაც კი აღ­წევს.

“სოლთ ბე­ის­თან” სა­ვახ­შმოდ მყოფ­მა ერთ-ერ­თმა ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლა ქვით­რის ფოტო, სა­დაც ჩანს, რომ სა­ერ­თო და­ნა­ხარ­ჯი 6 000 ფუნტს აღე­მა­ტე­ბა. “სპა­გე­ტი­ში 80 დო­ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ, ჯო­ბია იტა­ლი­უ­რად ამო­ვიდ­გა ენა“, – გვხვდე­ბა ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რი ფო­ტო­ზე.

ფა­სე­ბის გარ­და, ბევ­რი ჰი­გი­ე­ნა­საც უწუ­ნებს ცნო­ბილ შეფს და ხორ­ცი­ა­ნი ხე­ლით პუ­რის ნაჭ­რე­ბის და­ტეხ­ვის­თვის აკ­რი­ტი­კებს. ვი­დე­ომ, სა­დაც ეს მო­მენ­ტია ასა­ხუ­ლი, ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში. კოს­მი­უ­რი ფა­სე­ბის, თუ კერ­ძე­ბის უხელ­თათ­მა­ნოდ გამ­ზა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ “სოლთ ბეის” სტე­ი­კის სახ­ლს კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეწ­ვე­ვა და არც ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი შე­წყვე­ტენ მის რეს­ტორ­ნებ­ში სტუმ­რო­ბას.

წყარო: Ambebi.GE

კომენტარები

სხვა სიახლეები