სოკო ბრინჯითა და არაჟნით

ინგრედიენტები: სოკო – 300 გრ., ხახვი – 1 თავი, სტაფილო – 1 ცალი, არაჟანი – 500 გრ., ბრინჯი – 200გრ.
მომზადების წესი: ზეთში ცალ-ცალკე მოვთუშოთ ხახვი, სტაფილო და სოკო, ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ არაჟანი და ისევ მოვთუშოთ. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გემოვნებით სუნელებიც დავუმატოთ. მარილიან წყალში მოვხარშოთ ბრინჯი და მოვათავსოთ თეფშზე. ბრინჯის შუაგულში კი მომზადებული სოკო მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები