სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გვირაბი როლიკებით გახსნა (ვიდეო)

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ 27-წლიანი მშენებლობის შემდეგ დასრულებული მიწისქვეშა გვირაბი „ვიშნევე“ უჩვეულოდ გახსნა — მან გვირაბი როლიკებით ბოლომდე გაიარა.

პრემიერმა შესაბამისი ვიდეო საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ის როლიკებით გვირაბში და ამ გზით ინფრასტრუქტურული ობიექტის ოფიციალურ გახსნას აღნიშნავს.

„დღეს ბევრს გაეღიმება — გვირაბი ვიშნევე სლოვაკების ცხოვრებას გააუმჯობესებს, და სწორედ ეს არის პოლიტიკის მთავარი დანიშნულება“, — წერს ფიცო.

მედიის ინფორმაციით, პროექტი 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და მრავალჯერადი შეფერხებისა და დაგვიანების ფონზე, მშენებლობა 27 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. 7,5 კილომეტრის სიგრძის გვირაბი ახალი, 13,5-კილომეტრიანი საავტომობილო მონაკვეთის საკვანძო ნაწილია და ამჟამად სლოვაკეთში ყველაზე გრძელ საავტომობილო გვირაბად ითვლება.

პროექტის დასრულებით ხელისუფლება სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდასა და გადაადგილების დროის შემცირებას ელოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები