“სკოლის ავტობუსი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია.
სკოლაში ბავშვები სპეცტრანსპორტს ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში მიჰყავდა, ყველაზე ძველი შემორჩენილი სასკოლო ავტობუსი კი 1927 წლით არის დათარიღებული.
ალბერტ ლიუსიმ კომპანია Blue Bird-ი 1932 წელს დააარსა, მაგრამ პირველი ავტობუსის გამოშვება ჯერ კიდევ 1925 წელს სცადა. მან ფორდის Model TT სატვირთო ავტომობილის ჩონჩხზე ხის კორპუსის დამაგრება სცადა, მაგრამ ავტობუსი მანამდე დაიშალა, ვიდრე ლიუსი მის გაყიდვას მოახერხებდა. 2 წელიწადში კონსტრუქტორმა შეცდომა გამოასწორა და “ფორდის” იმავე მოდელზე ამჯერად რკინის კარკასი დაამაგრა, რომელსაც შემდეგ ხის კორპუსი მოარგო.
მას შემდეგ კომპანიამ კიდევ არაერთი სასკოლო (და არამხოლოდ სასკოლო) ავტობუსი გამოუშვა, თუმცა, #1-ს Blue Bird-ის ისტორიაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს”, – წერია SOCAR Georgia Petroleum-ის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში