სკოლებში სწავლა განახლდება – რა წესები უნდა დაიცვან მოსწავლეებმა პანდემიის პირობებში

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საჯარო სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. მოსწავლეებს კი შესაბამისი წესების დაცვა მოუწევთ:

ვალდებულებები მოსწავლეებისთვის:

დაიცავით ჰიგიენის წესები;

დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;

დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;

დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;

დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;

მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;

სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;

არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

კომენტარები

სხვა სიახლეები