სკოლაში მისვლამდე ამ სპეციალისტებს ბავშვი გასინჯული უნდა ჰყავდეთ – რომელი კვლევები უნდა ჩაუტაროთ ბავშვს, სანამ სკოლაში შეიყვანთ

ბავშვები, როგორც წესი, პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე მშობლებს ხშირად დაჰყავთ. სკოლაში შესვლის წინ კი, 6-7 წლის ასაკში, აუცილებელია მომავალი პირველკლასელი ამ 7 სპეციალისტს ჰყავდეს გასინჯული, რომელთა ჩამონათვალსაც აქ გთავაზობთ. რომელ ექიმებთანაა პროფილაქტიკური ვიზიტი საჭირო სკოლაში შესვლამდე?

ოფთალმოლოგი

მხედველობის კონტროლი სპეციალური ნახატების საშუალებით ხდება იმ ასაკისთვის, როცა ბავშვი ჯერ ასოებს ვერ ცნობს. თუ რაიმე სახის პრობლემა არსებობს, ის დროულად უნდა დააფიქსიროთ, რადგან ბავშვს სწავლის პროცესში ხელს შეუშლის, მშობელი კი, როგორც წესი, დიდხანს ვერ მიხვდება, რომ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
მასწავლებელიც გაფრთხილებული უნდა იყოს, რათა ბავშვი დაფას ყოველთვის გარკვევით ხედავდეს.

ოტოლარინგოლოგი

სკოლაში შესვლის წინ კიდევ ერთხელ უნდა შემოწმდეს სმენა, ყელი და ცხვირი. ეს დაგვეხმარება სამომავლოდ სეზონური ინფექციების რთულად მიმდინარეობის რისკის შემცირებაში.

სტომატოლოგი

სტომატოლოგის კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია თანკბილვასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად, რათა ბავშვს მეტყველებასა და გარკვეული ბგერების გამოთქმაში ხელს არაფერი უშლიდეს.

ნევროლოგი

უნდა შემოწმდეს ბავშვის შფოთვის დონე, მოწესრიგდეს ძილის საკითხი. სპეციალისტი შეამოწმებს ტიკებს, ყურადღების მობილიზების დონეს.

ორთოპედი

ამოწმებს საყრდენ-მამოძრავებელ ორგანოებს, ტანადობას, ტერფის მდგომარეობას. აგიხსნით, როგორი უნდა იყოს მისი სამეცადინო სივრცე – რამსიმაღლე სკამი და მაგიდა დასჭირდება, როგორი ფეხსაცმელია მისთვის იდეალური, როგორი ჩანთა უნდა შეურჩიოთ. სწორად შეგირჩევთ სპორტულ წრეებსაც.

ლოგოპედი და ფსიქოლოგი

უნდა გადამოწმდეს მეტყველების აპარატი და გამოვლინდეს დეფექტები, რათა დროულად გამოსწორდეს ისინი. ფსიქოლოგმა უნდა შეაფასოს, რამდენად მზადაა ბავშვი ყოველდღიური საგაკვეთილო დატვირთვისთვის.

სასკოლო ასაკის ბავშვს გაკეთებული უნდა ჰქონდეს შემდეგი კვლევები:

  • მუცლის ღრუს ექოსკოპია
  • ექოკარდიოლოგიური კვლევა
  • ფარისებრი ჯირკვლისა და რეპროდუქციული სისტემის კვლევა.
  • სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი
  • ჭიის ანალიზი.

წყარო: https://www.mshoblebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები