სკანდალი სილამაზის კონკურსზე – ბიზნესმენს, რომელმაც თავის რჩეულს ბინა აჩუქა გოგონას მამობას აბრალებენ (ფოტოკოლაჟი, ვიდეო)
როგორც უკვე იცით, წინა კვირას ბათუმში კონკურსი „მის და მისტერ პლანეტა 2016 – საქართველო“ გაიმართა.
ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ცნობილი მომღერლებით, მოდის სფეროს წარმომადგენლებით, ბიზნესმენებით და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებით, კონკურსანტებს შორის თამო ჯიშკარიანი და ლევან გუგუშვილი გამოარჩია. მანამ სანამ გამარჯვებულები გამოვლინდებოდნენ, სცენაზე ავიდა ვიაიპ რესპუბლიკის წარმომადგენელი, საჯელაღსრულების მინისტრი და მსახიობი, ანრი ბიბინეიშვილი და VIP CLUB – ის სიმპატია გამოავლინა. ეს ამ კონკურსზე ჩვეულებრივი ამბავია. ჟიურის რამდენიმე წევრმა თავისი ფავორიტი დაასახელა და შესაბამისი პრიზითაც დაასაჩურა. დამსწრე საზოგადოების ყურადღება პრიზზე შეჩერდა. მარიამ მიმინოშვილს ვიპრესპულიკის სახელით გადაეცა ბინა ბათუმის „მაგნოლიაში“. მარიამი სცენზე ავიდა და სიხარულის ცრემლებიც წამოსცვივდა. ამ ამბის შემდეგ ქალაქში ბიზნესმენისა დ მოდელი გოგონას ნათესაურ კავშირზე საუბრობენ. ჩვენ ორივე მათგანს დავუკავშირდით.
სოსო სვიანაძე (VIP CLUB – ის პრეზიდენტი) :
– ბატონო სოსო, მას მერე რაც თქვენს ფავორიტს საჩუქრდ ბინა გადაეცით, გავრცელდა ჭორი, რომ თქვენს შორის ნათესავური კავშირი არსებობს. ყველა გაოცდა ასეთ პრიზზე. ბინა საჩუქრად გამარჯვებულსაც არ ხვდა წილად…
– კი, კი, ნახევარდა ჩემი (იცინის).
– ეს ხუმრობით და უფრო სერიოზულად?
– მარიამი vip republic – ის გახსნაზე გავიცანი. ორჯერ მყავს სულ ნანახი. თითქმის ყველა კონკურსანტს მარიამზე ახლოს ვიცნობ. ფაქტიურდ მარიამი იყო ყველაზე უცხო ჩემთვის. შეიძლება ითქვას, რომ მარიამს ფოტოებიდან ვიცნობ და მაპატიეთ, თუ შევცდი და არასწორად დავასახელე რჩეული, შევცვლი (იცინის).
– არა, მე უბრალოდ გავრცელებული ჭორების გადამოწმებას ვცდილობ…
– რა ჭორების? ჩემი შვილი რომ არის?
– იყო ეს ვერსიაც, ბინა მამამ აჩუქაო, თქვეს.
– ვერ დაგიდასტურებთ.
მარიამ მიმინოშვილი:
– ამხელა პრიზს ნამდვილად არ მოველოდი. ვფიქრობდი გავიმარჯვებდი ნომინაციაში „ფოტომოდელი“ ან მივიღებდი პრიზს, როგორიცაა ულიმიტო პაკეტი რომელიმე სილამაზის ცენტრის. რაც მივიღე კიდეც, მაგრამ ბინა საჩუქრად? ჩემი სახელი დ გვრი რომ გავიგე, სცენაზეც ვერ ავდიოდი, მეგონა მომესმა.
– მარიამ, მანამდე თუ გქონია შეხება VIP CLUB – თან?
– ამ კლუბის წევრი ვარ და მათი ფასდაკლებებით ვსარგებლობ, სულ ესაა.
– გავრცელებულ ჭორებზე შენც გსმენია?
– კი, უამრავი ჭორი გავრცელდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს შორის არანაირ ნათესაური კავშირი არ არსებობს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
წყარო: http://primetimenews.ge