ჟურნალისტი ნინო ჭელიძე, რომელიც ,,მის მკერდის” კონკურსში მონაწილეობდა და რომელმაც ,,მის დეკოლტეს” ტიტული მიიღო, სოციალურ ქსელში სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოებში კარგად ჩანს, რომ მისი ტიტული ლენტაზე შეცდომითაა დატანილი, ანუ ..მის დეკოლტეს” ნაცვლად ,,მისს დეკოდტე”.
,,მთელი ქვეყნის დასაცინი გამხადეს. ლენტა შემომახვიეს, მარკერით დაწერილი, წელი გათხაპნილად აწერია, შავი ფანქრით დაუწერიათ თავდაპირველად და ესეც ემჩნევა. ადგილები შეთეთრებულია და რაც მთავარია – ორი სიტყვა აწერია და ორივე შეცდომით. ასეთი რამ არცერთ კონკურსზე არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში.”, – წერს ნინო ჭელიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ,,მის მკერდი 2016″ გამოვლინდა, რომელიც ნინო გოგავა გახდა.