სკანდალი: ლეონარდო დი კაპრიო დათვმა ორჯერ გააუპატიურა – როლი, რომელიც მსახიობს, სავარაუდოდ, “ოსკარს” მოუტანს! (ფოტო,ვიდეო)

ლეონარდო დი კაპრიოს გმირს, ჰიუ გლასს, ფილმში The Revenant დათვი ორჯერ აუპატიურებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა DailyMail ავრცელებს.
მექსიკელი რეჟისორის ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს ახალი ფილმი ამავე სახელწოდების ნოველაზეა დაფუძნებული. ფილმის სიუჟეტი მე-19 საუკუნის ამერიკაში, კერძოდ, სამხრეთ დაკოტის შტატში, 1823 წელს ვითარდება. ფილმი მოგვითხრობს მესაზღვრე და მონადირე ჰიუ გლასის ამბავს, რომელიც ნადირობისას დათვმა მძიმედ დაჭრა, მისმა თანამგზავრებმა კი, იგი გაძარცვეს, მარტო დატოვეს ტყეში და სასიკვდილოდ გაწირეს.
მოულოდნელად, გლასი გადარჩა, იგი გადაწყვეტს შური იძიოს მათზე, ვინც მას უღალატა და სასიკვდილოდ გაიმეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფილმში განვითარებული სიუჟეტისგან განსხვავებით, ნოველაში დათვი მდედრობითი სქესისაა და არც გაუპატიურების შესახებ არის ნახსენები რაიმე.
წინასწარ გახმაურებული სცენის შესახებ, ლეონდარდო დი კაპრიოც აკეთებს კომენტარს. “მთელ რიგ შემთხვევბში, იყო უფრო რთული რაღაცებიც, რაც კი ჩემი კარიერის განმავლობაში გამიკეთებია” , – აცხადებს 40 წლის მსახიობი. ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთბულ შტატებში 25 დეკემბერს შედგება.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=QRfj1VCg16Y[/youtube]

 2EF86C0D00000578-3341907-image-a-114_1449012072364 2EF86C0500000578-3341907-image-a-113_1449012069283

კომენტარები

სხვა სიახლეები