სკანდალი: ემა უოტსონი ქართველ მორაგბეს დაშორდა – „ჰარი პოტერის“ მსახიობმა ახალი ბოიფრენდი გაიჩინა (ფოტოკოლაჟი)

ცნობილი მსახიობი ემა უოტსონი ქართველების რძალი აღარ გახდება – ვისში გაცვალა „ჰარი პოტერის თავგადასავლის“ გოგონამ ქართველი მორაგბე?  მათე ჯანაშვილთან მსახიობ ემა უოტსონის სავარაუდო დაქორწინების  შესახებ ბრიტანულული  პრესის პროგნოზები არ გამართლდა. ინგლისის პრინც ჰარის მსგავსად, მსახიობი წარმოშობით ქართველ სპორტსმენ მეთიუ ჯანისაც დაშორდა და ახალი ბოიფრენდი გაიჩინა.

1

დასავლური გამოცემების ELLE და Daily Mail ინფორმაციით, 25 წლის მსახიობის ახალი რჩეული მსახიობი და პროდიუსერი რობერტო აგუირია. ხელჩაკიდებული წყვილი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში პაემანის დროს  დააფიქსირეს, შემდეგ მათ ლოს-ფელის რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს.

ბულვარული მედია განმარტავს, რომ ეს იყო მსახიობის პირველი პაემანი მორაგბე მეთიუ ჯანისთან, იგივე მათე ჯანაშვილთან დაშორების შემდეგ.  ცნობილი ხდება რომ ქართველ სპორტსმენთან დაშორების ინიციატორი, თავად ემა უოტსონი იყო.  წყვილის ურთიერთობა 1 წლის მანძილზე გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, რომ ემას რთული და დატვირთული გრაფიკის გამო, მეთიუსთან პრობლემები ჰქონდა.  როგორც ჩანს, ჭორები გამართლდა და მათი რომანი ყველასთვის მოულოდნელად დასრულდა.  ჯანაშვილამდე მსახიობი 2 წლის განმავლობაში ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტს- უილიამ ადამოვიჩს ხვდებოდა.  2015 წელს პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ემას და ბრიტანეთს სამეფო ტახტის მემკვიდრეს- პრინც ჰარის რომანი ჰქონდათ. მალე მსახიობმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არ ღირს დაიჯერონ ის, რასაც მის შესახებ პრესაში სწერენ.

EXCLUSIVE: **PREMIUM EXCLUSIVE**WEB EMBARGO UNTIL 1 A.M. JAN 12 GMT** Actress Emma Watson and her new boyfriend Matthew Janney are seen enjoying a winter break in the Caribbean

რაც შეეხება ცნობილი მსახიობისგან მიტოვებულ ქართველ მორაგბეს, მეთიუ ჯანი, იგივე მათე ჯანაშვილი ოქსფორდის უნივერსიტეტის რაგბის კლუბის წევრია. წარმოშობით ქართველი სპორტსმენი 1992 წლის 23 ივლისს ინგლისში დაიბადა. რაგბის თამაში მან 6 წლის ასაკში მას შემდეგ დაიწყო, რაც რიჩმონდის საფეხბურთო კლუბში – RFC ჩაირიცხა. ცნობლია, რომ მეთიუ ჯანის წინაპრები 1921 წელს ინგლისში გადაასახლეს.

„ბავშვობაში ბებია მეუბნებოდა, რომ ჩვენი ოჯახი წარმოშობით აღმოსავლეთ ევროპიდან იყო. ის ამ თემაზე ბევრს არასოდეს ლაპარაკობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩემი წარმოშობის შესახებ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა და თავად დავიწყე გარკვევა თუ ვინ ვიყავი. მინდოდა, ჩემი წინაპრების შესახებ უფრო ბევრი გამეგო. მე და ჩემმა ბიძამ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ გავარკვიეთ, რომ ჩემი დიდი ბაბუა თბილისიდან იყო და მისი გვარი იყო ჯანაშვილი. ერთხელ რუსეთის ნაკრებს ვეთამაშეთ, მიუხედავდ იმისა, რომ ოქსფორდმა წააგო, მაინც გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, მაშინ ჩემი გუნდის მწვრთნელმა თავის რუს კოლეგას უთხრა, რომ მე რუსული ფესვები მქონდა – ამით რუსები დაინტერესდნენ და ჩემი წარსული გამოიკვლიეს, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ მე წარმოშობით არა რუსი, არამედ ქართველი ვარ. მას შემდეგ ჩემს ოცნებად იქცა საქართველოს სახელით რაგბის თამაში“ – აცხადებს მეთიუ ჯანი.

ის საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლისა და თამაშის სურვილი გამოთქვა. თუმცა, პირველ ჯერზე, საჭირო საბუთების არქონის გამო, ეს ვერ მოხერხდა. საქართველოს რაგბის ფედერაციამ თხოვნით მსოფლიო რაგბის ფედერაციას მიმართა, რის შემდეგაც მეთიუს ადვოკატმა ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვება შეძლო და მას ქართველების გვერდით თამაშის უფლება მიენიჭა. მეთიუმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ოცნებაც აიხდინა.

1 2 3 4 5 6 7 "Boulevard" Premiere - 2014 Tribeca Film Festival 9 10 12 13 14 15 15-2 16 17 EXCLUSIVE: **PREMIUM EXCLUSIVE**WEB EMBARGO UNTIL 1 A.M. JAN 12 GMT** Actress Emma Watson and her new boyfriend Matthew Janney are seen enjoying a winter break in the Caribbean 19 20 21

კომენტარები

სხვა სიახლეები