ბრაზილიელმა ექიმებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ცხოვრების მჯდომარე სტილი სიკვდილის რისკს ზრდის,- კვლევის შედეგებს American Journal of Preventive Medicine აქვეყნებს.
ექიმების განცხადებით, სკამზე დღის განმავლობაში 3 საათზე მეტი დროით ჯდომა ორგანიზმში წარმოქმნის ისეთ პროცესებს, რაც ძალიან მძიმე პრობლემების მაპროვოცირებელი ხდება.
მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლის 3, 8 პროცენტი სწორედ ასეთი მჯდომარე ცხოვრებითაა გამოწვეული. თანამედროვე ყოფაში ძნელია ასეთი ცხოვრების წესის დაცვა, მაგრამ, სწავლულების თქმით, მჯდომარე ცხოვრების წესი სიცოცხლის ხანგრძლივობას 0,2 პროცენტით ამცირებს.
თუ ჩვენ სკამზე მჯდომარე საათების დროს გავანახევრებთ, ამით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3-ჯერ შემცირდება. კვლევის ფარგლებში, 2002 წლიდან მოყოლებული, ბრაზილიელმა მკვლევარებმა 54 ქვეყნის შრომითი ბაზარი შეისწავლეს, სადაც ადამიანების უმეტესობა მთელ დღეებს სწორედ დამჯდარი ატარებს და ისე მუშაობს. მათი დასკვნის თანახმად, ცხოვრების ასეთმა წესმა უკვე 433 000 ადამიანი დაღუპა. ამ ადამიანების ყველაზე მაღალი რიცხვი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება. ყველაზე დაბალი კი -სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. სწავლულების თქმით, ვარჯიშებიც კი უძლურია და სიკვდილიანობის რისკს არ ამცირებს, თუკი ამის პარალელურად მჯდომარე ცხოვრების წესი მაინც შენარჩუნებულია.
სხვა სიახლეები