სიხარულისგან ვერ ვიძინებ ანიტას მდგომარეობა გაუმჯობესდა

ჯგუფი #ანიტასთვის გოგონას მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

“დილა მშვიდობის ანიტელებო!
რადგანაც ჩვენი ამბავი ძალიან აქტიურ და გადამწყვეტ ფაზაშია, საღამომდე არ მოგაცდევინებთ და დილიდან ყველა სიახლეს მოგაწვდით.
პირველ რიგში ეს საოცარი შეტყობინება დაგვხვდა დილით ანიტას დედიკოსგან!
ანიტას 12%-დან 49.9%-მდე აეწია ჟანგბადის დონე სისხლში!
რაც შეეხება ფრენას, ჩვენმა რეანო-თვითმფრინავმა უკვე მოიპოვა აზიის ქვეყნებში დაშვების ულება, ამ წუთებში მიმდინარეობს თანხის დარჩენილი 70% გადარიცხვა, რის შემდეგაც დაიჯავშვნება სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეები.
ეს იმას ნიშნავს რომ თვითმფრინავს რაიმე კრიტიკული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ექნება უფლება ნებისმიერ, უახლოვეს აეროპორტში დაშვების უფლება!
სულ მალე გვეცოდინება როდის ჩამოაკითხავენ ინდოელი სპეციალისტები ჩვენ გოგოს”! – ვკითხულობთ ჯგუფში.

კომენტარები

სხვა სიახლეები