ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, ქორწილის დღეს, მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდა და არც – ქვეშაგები. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
ქორწილიდან დაბრუნებული სიძის ოჯახს სახლი ისე დახვდა გაქურდული, რომ ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც – საწოლი. მომხდარის შესახებ “გურიის მოამბეს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა: “მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ – რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგვხვდა სახლი. სიძე იძახდა – “სად დავწვე ახლა მეო?!” მერე მეზობლები დავტრიალდით – ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა – ლეიბი და თეფში”, – ჰყვება მეზობელი.
სხვა სიახლეები