იმისათვის, რომ ბედნიერება მიიზიდოთ და ცხოვრებისეული პრობლემები მოიგვაროთ, თქვენივე სიტყვების უნდა გჯეროდეთ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დადებითი განწყობა, ამისათვის კი საჭიროა ასეთივე დადებითი სიტყვებით თქვენი ლექსიკონის გამრავალფეროვნება.
რაშია წარმატების საიდუმლო
ძველი დროიდან მოყოლებული, დღემდე სხვადასხვა სწავლულები აღიარებენ სიტყვების ძალას. თანამედროვე ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ გარკვეულ სიტყვებს შეუძლიათ ქვეცნობიერსა და ადამიანის განწყობაზე იმოქმედონ. უარყოფითი შინაარსის სიტყვების მუდმივ გამოყენებას მივყავართ პრობლემებამდე, დადებითი ფრაზეოლოგია კი გვეხმარება გავუმკლავდეთ სხვადასხვა დაბრკოლებებს, ვიპოვოთ გამოსავალი და მივაღწიოთ წარმატებას.
სიტყვები, რომლებიც წარმატებას მოგიტანენ
მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმით რა თქმა უნდა 100%–ით წარმატებას ვერ მიაღწევთ. ისინი უბრალოდ გვეხმარებიან შევიქმნათ დადებითი და ოპტიმისტური განწყობა, რაც ძალიან დიდი სტიმულია. ეს სიტყვებია:
ბედნიერება
სიმდიდრე
გამართლება
სიყვარული
ოცნება
სიხარული
ჯანმრთელობა
წარმატება
განვითარება
ეს სიტყვები გააზრებულად უნდა წარმოვთქვათ. რა თქმა უნდა არ უნდა იძახოთ „მე მდიდარი ვარ“ მაშინ, როცა საჭმლის ფულიც კი არ გაგაჩნიათ. უნდა შთავაგონოთ თავს ის, რომ შესაძლებელია მივაღწიოთ ასეთ მდგომარეობას მხოლოდ შრომითა და ძალისხმევით. ოცნება არ უნდა იყოს ილუზია, ის რაც შეიძლება რეალისტური უნდა იყოს.
იმისათვის, რომ ამ სიტყვებმა შედეგი გამოიღოს, საჭიროა თავად დაიჯეროთ მათი და რაც მთავარია, იშრომოთ მუხლჩაუხრელად.