სიტყვა Love მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებელთა პაროლებში ყველაზე გავრცელებული პაროლია, — ამის შესახებ კასპერსკის ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშშია აღნიშნული. კომპანიამ ეს “აღმოჩენა” ინტერნეტში გავრცელებული, ადრე მოპარული ან უკანონოდ მოპოვებული მონაცემთა ბაზების განხილვის შედეგად გააკეთა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველაზე ხშირ ციფრულ კომბინაციად – 12345 გამოიკვეთა.
გავრცელებული პაროლების10 პროცენტი კი ისეთ რიცხვებს შეიცავდა, რომლებიც კონკრეტულ წლებს ან მომხმარებელთათვის მნიშვნელოვან თარიღებს წააგავს — 1990-დან 2025 წლამდე.
სიტყვიერ პაროლებში, Love-თან ერთად, ხშირი იყო ქვეყნებისა და ადამიანების სახელებიც, — აღნიშნულია ცნობაში.
კომპანიის ინფორმაციით,თითოეული პაროლის „სამუშაო ვადა“ როგორც წესი, არაუმეტეს 4 წელია.
გარდა ამისა, იმ პაროლების 54 პროცენტი, რომლებიც მიმდინარე წელს გავრცელებულ მონაცემთა მასალებში აღმოჩნდა, წინა წლებში გავრცელებული პლატფორმებიდან მოპოვებულ ბაზებში ადრეც ფიქსირდებოდა.