სისხლის უარყოფითი რეზუს ფაქტორის მქონე ადამიანები უცხოპლანეტელების შთამომავლები არიან-მითია ეს თუ რეალობა?

პარანორმალური მოვლენების ცნობილი ამერიკელი მკვლევარის ბრედ სტაიგერის უკანასკნელმა აღმოჩენამ შესაძლოა, გადატრიალება მოახდინოს ჰემატოლოგიაში: ადამიანები, რომლებსაც უარყოფითი რეზუს ფაქტორის სისხლი აქვთ, ჩვეულებრივები არ არიან – ისინი ან «Homo sapiens»-ის განსაკუთრებული გენეტიკური ხაზიდან არიან, ან შესაძლოა, სულაც უცხოპლანეტელების შთამომავლები იყვნენ.

 

image

 

საქმე იმაშია, რომ გენეტიკის კანონების თანახმად, ჩვენ შეგვიძლია მემკვიდრეობით მივიღოთ მხოლოდ ის თვისებები, რომელთაც ფლობდნენ ჩვენი წინაპრები, თუ რასაკვირველია, ადგილი არ აქვს მუტაციას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს და მაიმუნს ერთი წინაპარი ჰყავდათ, მაშინ მათი სისხლი თავსებადი უნდა იყოს ერთმანეთთან. აბსოლუტურად ყველა პრიმატს რეზუს-ფაქტორი დადებითი აქვს… აბსოლუტურად ყველას, იშვიათი გამონაკლისის გარეშე.

 

image

 

ახლა მეორე მხარეს შევხედოთ: მართალია, ადამიანების დიდ უმეტესობას სისხლის რეზუს ფაქტორი დადებითი აქვს, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდებიან ადამიანები სისხლის უარყოფითი რეზუს ფაქტორით. საიდან გაჩნდნენ ეს ადამიანები? ვინ იყო მათი წინაპარი? იქნებ ისინი სულაც უცხოპლანეტელების შთამომავლები არიან?

ამჟამად დადგენილია, რომ ევროპელების უმრავლესობა წარმოადგენს იმ ადამიანებს, რომლებიც, სამყაროში რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფის მქონე 15%-ანი ჯამური რაოდენობიდან, ყველაზე მეტნი არიან. 3% გვხვდება აფრიკელებსა და ამერიკელებში და მხოლოდ 1% აზიაში. ამასთანავე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მთელი მოსახლეობის 30% დაფიქსირებულია ესპანელ ბასკებში (რომელთა წარმოშობა დღემდე საიდუმლოებითაა მოცული), შემდეგ მოდიან აღმოსავლური წარმოშობის ებრაელები, სამარიტიანელები და ეთიოპიელი შავკანიანი ებრაელები.

მედიუმების, ექიმბაშების, უცნაური ფსიქიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების დიდი უმეტესობა ასევე რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლს ატარებს.

 

image

 

როგორც ვიცით, სულ არსებობს სისხლის ოთხი ჯგუფი. ადამიანის სისხლის ნებისმიერ ჯგუფს სხვადასხვა ანტისხეულები და ანტიგენები გააჩნია. მაგალითად:
სისხლის ჯგუფები ABO სისტემით დგინდება.
-A ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს სისხლის წითელ უჯრედზე-ერითროციტზე A ანტიგენი აქვს, პლაზმაში კი ანტი-B ანტისხეულები

-B ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს აქვს B ანტიგენი, ანტი- A ანტისხეულებთან ერთად

-O ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს ანტიგენები საერთოდ არ გააჩნია, თუმცა პლაზმაში ანტი- A და ანტი- B ანტისხეულები აღინიშნება

-AB ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს ორივე (A და B) ანტიგენი აქვს, თუმცა ანტისხეულები არა.

 

image

 

სისხლის ეს ჯგუფები ერთმანეთისაგან სისხლის უჯრედებში სხვადასახვა ცილის არსებობით განსხვავდებიან, რომლებიც ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებს ებრძვიან. ადამიანების უმრავლესობას ეს ცილები აქვს და ისინი დადებითი რეზუსის მატარებლები არიან. აი, უარყოფითი რეზუს სისხლს კი ეს ცილები საერთოდ არ გააჩნია.

 

image

 

მეცნიერები ამ ეტაპზე დაკავებულები არიან იმის გამოკვლევით, თუ საიდან მოდის ადამიანთა ის შტო, რომელთაც რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლი აქვთ. მათი ვარაუდით, 350 000 წლის წინ, კონკრეტულ ტომებსა და ადამიანთა ჯგუფებში ხდებოდა სისხლის ჯგუფების სხვადასხვაგვარად ფორმირება, მაგრამ როგორ?-ეს არავინ არ იცის. ამჯამად ყველაზე პოპულარულია თეორია ამ ადამიანების დნმ-ის არამიწიერი წარმოშობის შესახებ.

აი, ზოგადი დახასიათება უარყოფითი რეზუს ფაქტორის მქონე ადამიანებისა:

 

მათ აქვთ გამორჩეულად მაღალი IQ;

აქვთ გაცილებით დაბალი სხეულის ტემპერატურა, ვიდრე დადებითი რეზუს ფაქტორის მქონე ადამიანებს;

ფსიქიკურად და ემოციურად ეს ადამიანები გაცილებით მდგრადები არიან, ვიდრე სხვა დანარჩენები;

ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ წითური თმა;

ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან სითბოს მიმართ და არ უყვართ სიცივე;

ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ ცისფერი, მონაცრისფრო-მომწვანო ან ყავისფერი თვალები;

 

image

 

ამ ადამიანების კიდევ ერთი უცნაურობა ფეხმძიმობას უკავშირდება:

როგორც ცნობილია, უარყოფითი რეზუს ფაქტორის სისხლის მქონე ადამიანების კლონირება შეუძლებელია. უფრო მეტიც, თუ მომავალი დედა სისხლის უარყოფითი რეზუს ფაქტორის მატარებელია, მისი იმუნური სისტემა მთელი ძალით ებრძვის ნაყოფს, ღებულობს რა მას უცხო სხეულად. აი, რატომ უნიშნავენ ექიმები ასეთ ქალებს ორსულობის დროს სპეციალურ პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ იმუნიტეტს.

 

image

 

უცნაურია, რატომ ებრძვის ქალის სხეული მის განსაკუთრებულ შესაძლებლობას შვას ახალი სიცოცხლე? რატომ ღებულობს მას “უცხოდ”? – ამ ამოცანაზე პასუხი ამერიკელმა მეცნიერმა ბრედ სტაიგერმა გასცა, გამოთქვა რა ვარაუდი ამ ადამიანების “უცხოპლანეტური” წარმოშობის შესახებ. ამის არგუმენტად მას ისიც მოჰყავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც, სავარაუდოდ, უცხოპლანეტელების მიერ იყო გატაცებული და გაუჩინარებული, რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფის მატარებელი იყო.

 

p.s. სხვათა შორის, არქეოლოგებმა უამრავი ტექსტი და ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს, სადაც აღწერილია უცნაური არსებები, რომლებიც დროდადრო სტუმრობდნენ ჩვენს პლანეტას. ასე რომ, დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია, ჩემო ერთგულო მკითხველო.

 

image

კომენტარები

სხვა სიახლეები