ავსტრალიის ქალაქ იარაკაში სირაქლემებს – კევინს და კეროლს ადგილობრივ პაბში შესვლა აუკრძალეს.
ამის მიზეზი კი მათი ცუდი ქცევა გახდა ისინი პაბის სტუმრებს საჭმელს ჰპარავდნენ და იატაკზე განავალს ტოვებდნენ, ამის შემდეგ კი პაბის მეპატრონემ კართან თოკები გააბა რათა კევინი და კეროლი პაბში ვეღარ შესულიყვნენ.
სირაქლემები მეორე წელია რაც იარაკში ცხოვრობენ მათთან ერთად კიდევ 9 სირქალემა ცხოვრობდა თუმცა ზოგი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ზოგმა კი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.
კევინი და კეროლი კი ქალაქ იარაკში დარჩნენ სწორედ ეს პაბი იყო მათი საყვარელი ადგილი.
კევინის და კეროლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.