“სინამდვილეში ორღობეს ვერ გასცდნენ” – პეტრე კოლხი პრეზიდენტის ლოცვით მსვლელობაზე

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას სოციალურ ქსელში  მამა პეტრე კოლხი გამოეხმაურა:
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ფოტო რომ ვნახე, ზვიადის ლექსი გამახსენდა-,,წინ მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე, წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი”!..
მოღლიცინეებს, ცოტა ძაან გოიმებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, საოცრად მომეწონა თქვენი ეს ნაბიჯი… ვისურვებდი, ყველა პრეზიდენტმა სამომავლოდ იგივე ნაბიჯი გადადგას და არა მარტო ნინოს გზით, ასურელი მამების, ანდრია პირველწოდებულის გზითაც იაროს…
მომწონს, რომ ქალი პრეზიდენტი გვყავს, მომწონს მისი უშუალობა და კიდევ უფრო მომწონს, ამდენ დაუმსახურებელ განკითხვას და შეურაცხყოფას ღირსეულად რომ უძლებს…
ზოგიერთს თავი ძალიან ევროპელი და გამოსული ჰგონია, სინამდვილეში ორღობეს ვერ გასცდნენ…
შეიძლება ადამიანის დამოკიდებულება და მიდგომა არ მოგწონდეს, მაგრამ უწმაწური სიტყვების კორიანტელით ყველა თავს ილანძღავს…
ფსევდოლიბერალები ვითომ ყველას უფლებას იცავენ, სინამდვილეში თავად უწყობენ ხელს ნებისმიერ ძალადობას!..
ქალბატონო პრეზიდენტო, როცა ვიღაც არ მომწონს, მასზე საერთოდ არც ვსაუბრობ და არც ვფიქრობ… ეჭვი მაქვს, რომ უფრო მეტს მოსწონხართ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ გამოხატვის ფორმები აქვთ უტაქტო… აპატიეთ, ასე მიეჩვივნენ, აღზრდის ბრალია…
თქვენ კი, მალე ილორის მოლოცვას გისურვებთ”!..- წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები