სიმსუქნე კორონავირუსით დაინფიცირებისას დაავადების გართულების რისკს ზრდის – ამერიკელი მეცნიერები

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ–ერთ მოწინავე პრობლემად სიმსუქნე სახელდება. გამომდინარე იქედან, რომ აშშ–ში კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანამ ჩინეთს უკვე დიდი ხანია, გაუსწრო, მეცნიერები სვამენ კითხვას, ხომ არ უწყობს სიმსუქნე ვირუსს ხელს ადამიანისთვის ზიანის მიყენებაში?

ექსპერტები თანხმდებიან, რომ აღნიშნული, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, სერიოზული გართულებების გამომწვევი ნამდვილად გახლავთ.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა აღენიშნებათ, რისკჯგუფს განეკუთვნებიან.

გამომცემლობა Metro მეცნიერულ მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს, რომ ზედმეტი წონა ასუსტებს იმუნურ სისტემას და, შედეგად, პნევმონიის განვითარებას ხელს უწყობს, რაც შესაძლოა, მძიმე ფორმაში გადაიზარდოს და ლეტალური შედეგი დადგეს.

მეცნიერებს ამის თქმის საშუალებას რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტები აძლევენ, რომელთა 80%–საც ჭარბი წონა აღენიშნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები