ინგრედიენტები: სიმინდის ტარო – 8 ცალი, ქინძი, ყველი.
სოუსისთვის: მაიონეზი – 60 გრ. კარაქი – 60 გრ. ლაიმის წვენი, ჩილისი სოუსი – 1 ჩ/კ. პაპრიკა – 1 ჩ/კ. ნიორი – ½ ჩ.კ. მომზადების წესი:
მოვამზადოთ სოუსი: ყველა ინგრედიენტი შევურიოთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მივიღოთ. სიმინდი ფოლგაში შევახვიოთ და ღუმელში 230 გრადუსზე 20 წუთით შევდგათ. ცხელ სიმინდს სოუსი წავუსვათ, მარილი და ქინძი მოვაყაროთ.
სხვა სიახლეები