სილურჯეები მთელ სახეზე – სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ფოტო გავრცელდა

სოციალურ ქსელში გუშინ, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ბავშვს სახეზე სილურჯეები სიცოცხლეშიც ჰქონდა. როგორც, მეზობლები ყვებიან, ბავშვზე დედა სისტემატურად ძალადობდა. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს პოლიციას და საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯა­ხი, თავს ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბით ირ­ჩენ­და. მეზობლების თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი არ იყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მა­მა­კაცს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და, სა­ერ­თო შვი­ლი კი ახ­ლა­ხან შე­ე­ძი­ნათ. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დი­ნაც­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით სწო­რედ იმ ორი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავ­და. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ბავ­შვებს მა­მაც ხში­რად უს­წორ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად.

გოგონას გარდაცვალების ფაქტზე, გუშინ, ბავშვის დედა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები