“კვირა+”-ის ონლაინ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული მაშო მარტინელო გახდა. “კვირა+” გაესაუბრა გამარჯვებულს, რომელმაც თავის ცხოვრებაზე და მის კარიერაზე ისაუბრა. მაშო 20 წლისაა. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ჩამოვიდა. 4 წელი ბელგიაში ცხოვრობდა, სადაც “ხელოვნების და დიზაინის” კოლეჯი დაამთავრა. მისი ოცნება მსახიობობა, ან ფოტომოდელობაა. უყვარს ფილმების ყურება და ცდილობს, თავისუფალი დრო დედასთან ერთად გაატაროს.
“ბავშვობაში მინდოდა ფოტომოდელი ვყოფილიყავი. ბელგიაში ცხოვრების დროს ტრამვაიში ერთმა პროდიუსერმა და ფოტოგრაფმა შემამჩნია. ერთი გადაღება გვქონდა, შემდეგ ჰოლანდიაში მიმიწვიეს, მაგრამ ცუდი პერიოდი დამემთხვა მორალურად და აღარ წავსულვარ. იმ გადაწყვეტილებას სულ ვინანებ, მაგრამ მჯერა, რომ შანსი კიდევ მექნება. ჩემი ოცნებაა ცნობილი მსახიობი ან ფოტომოდელი გავხდე. ყველაზე დიდ დროს ფილმებს ვუთმობ. საყვარელი მსახიობი მონიკა ბელუჩია, ფილმებიდან Factory Girl-ს და რომან პოლანსკის The Pianist-ს გამოვარჩევდი. ხელოვნება და დიზაინი ჩემი პროფესია არაა, ამას უფრო ჰობს დავარქმევდი. ზოგადად მინდა ყველაფერი ვისწავლო. მომავალში წინასწარ არაფერს ვგეგმავ, უბრალოდ ის ვიცი, რომ ცოტახანი საქართველოში მინდა გაჩერება. მიყვარს ცვლილებები და ვერასდროს ვერ ვძლებ ერთ მდგომარეობაში. დაოჯახებული არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ,” – განაცხადა “კვირა+”-თან მაშო მარტინელომ.