სიკვდილისგან დავიწყებული 179 წლის ინდოელი (ვიდეო)



    ჩრდილოეთ ინდოეთში ცხოვრობს კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ 1835 წელს დაიბადა, ანუ 179 წლისაა. მაჰაშტი მურაცის თქმით, ის დაიბადა და გაიზარდა ბანგალორში, ხოლო 1903 წლს ვარანასში გადავიდა. 1957 წლამდე ფეხსაცმლის შემკეთებლად მუშაობდა, პენსიაზე კი 122 წლის ასაკში გავიდა.
„ჩემი შვილიშვილები დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, მე კი სიკვდილმა, მგონი, დამივიწყა. სიკვდილის ყველა იმედი დავკარგე, იქნებ უკვდავიც ვარ“, – განიხილავს მაჰაშტა მურასი.
თუმცა, უამრავი სკეპტიკოსი გაჩნდა, რომლებსაც მამაკაცის რეკორდულ ასაკში ეჭვი ეპარებათ. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანის ასაკის დადგენა შეუძლებელია, რადგან მას არანაირი საბუთი, არც დაბადების და არც პირადობის მოწმობა არ გააჩნია. მამაკაცი ბოლოს ექიმთან 1971 წელს იყო. სამწუხაროდ, ექიმი ცოცხალი აღარ არის, საბუთები კი არ შენარჩუნდა. ასაკის მიხედვით, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია.
ოფიციალური წყაროს თანახმად, გინესის რეკორდის წიგნში ყველაზე ასაკოვან ადამიანად ფრანგი ჯინ კალმანი სახელდება, რომელიც 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=my0p_QKc6pk&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები