თითქმის ყველა ჩვენგანი პერიოდულად სახავს ახალ მიზნებს და არცთუ ისე იშვიათად ხდება ამ მიზნების “ჩაფლავება”. საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ ამისთვის მზად არ ვიყავით და კიდევ უნდა ვცადოთ მომდევნო თვეში ან წელიწადში.
რატომ ხდება ხოლმე ასე?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ გვსურს ბევრს მივაღწიოთ რაც შეიძლება მოკლე დროში; იმიტომ, რომ ძნელია შეიცვალო ძველი ჩვევები და სცადო ახალი.
არსებობს კაიზენის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს იდეას თვითგანვითარების შესახებ. ამ პრინციპის მთავარი იდეა არის ის, რომ პიროვნებამ უნდა სცადოს რაიმეს გაკეთება ერთი წუთის განმავლობაში, ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს. ეს არ იქნება რთული გასაკეთებელი არავისთვის, ყველაზე ზარმაცებისთვისაც კი. ძალიან ადვილია დღის განმავლობაში ერთი წუთის გამონახვა ამისთვის. მნიშვნელოვანია, გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობებისა. გაითავისუფლეთ თავი თქვენს უუნარობაზე ფიქრისგან. წინსვლისთვის აუცილებელია გქონდეთ გამარჯვებისა და წარმატების გრძნობა.
კაიზენი აღმოცენდა იაპონიაში. თითონ სიტყვა კაიზენი შედგება ორი ნაწილისაგან – “კაი” (ცვლილება) და “ზენ” (სიბრძნე). მეთოდი შექმნილია მასააკი იმაის მიერ, რომელსაც სწამს, რომ ფილოსოფია შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ბიზნესის წარმატებისთვის, ასევე პირადი ცხოვრებისთვისაც. თავდაპირველად, კაიზენის მეთოდი დასავლეთის კულტურის ხალხს შეიძლება საეჭვო და უშედეგო მოეჩვენოს, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება ნამდვილად ბევრ სფეროში შეიძლება. მაგალითისთვის, კაიზენს იაპონიაში მენეჯმენტის განვითარებისთვისაც იყენებენ .
წყარო: http://genius.ge/