C’est la Vie
მოკლედ, რატომ მომინდა ისევ წელიწადის დროზე დამეწერა არ ვიცი. უფრო ზუსტად კი ვიცი, მაისში ერთი მთავარი დასკვნა გამოვიტანე: სიკვდილი ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანს სიცოცხელსთან, ცხოვრება კი არც ერთ დაკაგრულ და უმიზნოდ გაფანტულ ემოციას, წუთს და ,,დაყენებულ” ფრაზას არ გვაპატიებს – C’est la Vie და მაინც რა მშვენიერია ის … დროის, სიცხისა თუსიცივის მიუხედავად.
დამცხა და ძალიანაც მიხარია. გამეჭიმა დრო ამ ნანატრ ზაფხულამდე და ამავე დროს, ისე გამეფლანგა ვერც ვიგრძენი. განცდა მაქვს გაზაფხულიც გამეპარა. ჩამიქროლა, ვერაფერი გავუგე, მთავარი სიმბოლო მარწყვიც ,,გავმაზე’’და უკვე არშემდგარი სეზონის ნოსტალგიით ვივსები.
რა მალე სრულდება ის, რასაც ასე დიდხანს ველოდებით და როგორ დიდხანს გვამძიმებს ფიქრი იმაზე, რაც ძალიან გვტკივა. როგორი მცირე ზღვარია ამ განზომილებებს შორის და რა რთული კავშირი აქვს ამ ორ, დიდ ემოციას: ტკივილსა და სიხარულს.
იმ დღეს, ჩემთვის ძალიან ახლოებელ ადამიანთან ერთად ვლპარაკობდი ,,ემოციური ინტელექტის” თემაზე. საუბარი, როგორც აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი კამათში გადაიზარდა. ფორმის მიუხედავად შინაარსმა აზრი არ დაკარგა. ტერმინებისა, მიდგომებისა და არსებული მოდელების მიღმა ,,მეგობრული” ანუ სამზარეულოში, ფინჯან ყავასთან მოსასმენი დასკვნა გამოვიტანე: მნიშვნელოვანია იყო ემოციურად საღი, აზრობრივადგამართული, სწორი ღირებულებების მქონე და გამიხარდა, რომ ასეთ ადამიანებს ვიცნობ. ვიცნობ დავსწავლობ მთავარს – სიყვარულს, ვეძებ მნიშვნელოვანს – დამოკიდებულებას და მავსებს მათთანურთიერთობა.
ალბათ, მაინც თეორიებისა და სტატისტიკის მიღმა ყველაზე გამართლებული სტრატეგია: გრძნობებისა და მოქმედების ერთობლიობაა. ქცევის კოდექსი, რომელიც ნაწილობრივ აღზრდასთან ერთად გადაეცემა ადამიანს, მეტწილად კი თავად ჰქმნის მას. ზრუნავს, აფასებს და შესწორებებიც შეაქვს. ეს კოდექსი სადღაც აქ, ჩვენთვის დაუწერელი და დაწერილი კანონებისგან იქმენება. იქმნება – სიტყვებისგან, ფრაზებისგან, ქცევებსგან. მას ჰქმნის ის საზოგადოება, რომლის წევრებიც ვართ, მაგრამ ხანდახან მაინც გავურბივართ. სულ რაღაცას ველოდებით,ველოდებით და ამ მოლოდინის უმოქმედება კიდევ უფრო დიდ უმოქმედობაში გვაგდებს.
და გადავწყვიტე: მოვძებნი და შევაგროვებ პატარ – პატარა დღესასწაულებს საკუთარ თავში, დადებით ემოციასურთიერთობაში და აღარ შევინახავ მთავარს დასასრულისათვის. გაგრძელბა კი აუცილებლად იქნება …C’est la Vie!
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
წყარო: tteikoanjap.wordpress.com