“სიბრაზის და უმწეობის განცდა მახრჩობს, ვერასოდეს დავივიწყებ ნანახს”-ერეკლე დეისაძის პოსტი მეშახტეებზე

მწერალი და მუსიკოსი, ერეკლე დეისაძე დაღუპული მეშახტეების პანაშვიდზე იმყფოებოდა. მან „ბასიანის“ მიერ ერთ-ერთ პროექტში მიღებული თანხა ჩაუტანა დაღუპულების ოჯახებს. დეისაძე ამ თემასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ტყიბულში დაღუპული მეშახტეების პანაშვიდზე ვიყავით, ვნახეთ სახელმწიფოსგან მიტოვებული ადამიანები თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ. ვნახეთ მათი შვილები, დები, ცოლები მამები, დაზარალებულ ოჯახებს ,,HOROOM” – ზე შემოსული თანხა გადავეცით, ერთ-ერთი დაშავებული ადამიანი თანხას არ გვართმევდა -,,მე ცოცხალი მაინც ვარ, იმას სამი შვილი დარჩა და იმათ მივცეთო” -სიბრაზის და უმწეობის განცდა მახრჩობს, ვერასოდეს დავივიწყებ ნანახს. იცოდეთ, როდესაც ქვეყნის კეთილდღეობაზე საუბრობთ, იმ ჭირისუფალი ადამიანების თვალებიდან გიყურებთ და დიდი აფეთქებისთვის ვემზადები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი “მენტალობის” მქონე პოლიტიკოსები აღარასოდეს მოხვდნენ იქ, სადაც ახლა თქვენ ხართ“.

წყარო:http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები