თეომია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ადამიანების ნაწილს ეს ორი განსხვავებული ემოცია ერთმანეთში ხშირად ერევა. ქოუჩი რჩევებს გვიზიარებს და განმარტავს, თუ როდის რასთან გვაქვს საქმე, არჩევანი კი ჩვენზეა:
“1. მიჯაჭვულობა არის იმ შეგრძნებების პროგრესირებადი შევიწროება, რომლებიც განიჭებთ სიამოვნებას!
2. ბედნიერება არის პროგრესირებადი გაფართოება იმ შეგრძნებების, რასაც მოაქვს სიმშვიდე!
პირველი ჩნდება ზედმეტი დოპამინის და კორტიზოლის მუდმივი აქტივაციით, რაც არის გარედან მოსული ჯილდოს მოლოდინი.
მეორე უკავშირდება თვითმოტივაციას. არა შედეგის ჯილდოს მოლოდინს, არამედ პროცესში საკუთარი თავის დაჯილდოებას.
რადგან
მუდმივი ჯილდო არასოდეს იქნება საკმარისი და ერთის მიღწევის შემთხვევაში სიხარული მალევე გაივლის და მოგინდება ახალი.
შინაგანი კმაყოფილება კი გულისხმობს პროცესით ტკბობას და პროცესშივე საკუთარი თავის “შექებას”
მიჯაჭვულობა=სიამოვნება
სიმშვიდე =ბედნიერება
მიჯაჭვულობა=დოპამინი
შინაგანი კმაყოფილება=სეროტონინი
ბედნიერება=სეროტონინი
სიამოვნება=დოპამინი
სიამოვნება მოკლევადიანია!
ბედნიერება გრძელვადიანია!
სიამოვნება ხორციელია, ბედნიერება სულიერი!
სიამოვნება წაღებაა (კაზინო, shopping), ბედნიერება გაცემაა!
სიამოვნება მარტოც მიიღება, ბედნიერება გაზიარებაა!
სიამოვნებას მიიღებ ნივთიერებებით, ბედნიერებას – ვერ!
სიამოვნება დამოკიდებულებაა (შოპინგი, ადიქციები).
ბედნიერება არასოდეს არის ზედმეტი! (ბედნიერების overdose არ არსებობს).
სიამოვნება არის დოპამინი, ბედნიერება არის სერატონინი!
ბევრ სეროტონინს გისურვებთ!”, – წერს ქოუჩი სოციალურ ქსელში.