„სვეტიცხოველში ჩემმა მეგობარმა ბავშვი მიიყვანა, აზიარა, ჯვრისწერასაც შეესწრო და არავის გამოუძევებია…“
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერის გამო, ტაძარი მრევლისთვის დროებით დაიკეტა. ამ საკითხს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეკლესია რიგითი მოქალაქეებისთვის ღია იყო და გავრცელებული ხმები მცდარია.
„არ მინდოდა ამ თემაზე, არ მიმაჩნია ზოგადსაკაცობრიო და საპოლემიკოდ მნიშვნელოვან საკითხად, მაგრამ, კარგით რა, ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, შერონ სტოუნისთვის რუსთაველი რომ საათობით იკეტებოდა და სუშის საჭმელად კიდევ- ნახევარი ვაკე. არავითარი პოლიტიკა, უბრალოდ მიყვარს ობიექტურობა…
p.s. უინძორებიც კეტავენ ტაძრებს, სხვა ხელისუფალნიც სხვა ქვეყნებში ჯვრისწერისას …. რას იზამთ, სხვა არაფერი გააფუჭონ მაღალთა ამა ქვეყნისათა და ეს ყოფითი წვრილმანია. ჰოდა კიდევ, სვეტიცხოველში ჩემმა მეგობარმა დღეს ბავშვი მიიყვანა, აზიარა, იქვე ჯვრისწერასაც შეესწრო და არავის გამოუძევებია… კიდევ ერთხელ, შეიძლება ხანდახან პოლიტიკის გარეშეც… ჩემს გამოც დაუხურავს ვიღაცას რესტორანი და ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეა… ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ“, – წერს ეკა სეხნიაშვილი.